მკვლელობა მოხდა თბილისში. ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. ის სავარაუდოდ ბლლაგვი საგნითაა მოკლული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.