66 წლის ოზურგეთელ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, _ ეს ინფორმაცია დღეს დილით გახდა მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობილი. 66 წლის მამაკაცი, რომელიც ოზურგეთიდან ფოთის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, გუშინ აუღეს ანალიზი, რომლის პასუხი უარყოფითია და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 459. ინფექციას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა.