დარბაზობაზე ერთმა ახალგაზრდამ მიმართა ბერნარდ შოუს:
– ეს თქვენ ბრძანდებით განთქმული იურისტი? მართალია, რომ თქვენი მამა მკერავი იყო?
– დიახ, – დაუდასტურა შოუმ.
– მაშ, რატომ არ გახდით თქვენც მკერავი?
– ძნელია თქმა. ბედია, ან შესაძლებელია უბრალო ახირება. აი, მაგალითად, თქვენი მამა, მგონი, ჯენტლმენი იყო?
– რასაკვირველია, – დაუმოწმა ახალგაზრდამ.
– მაშ, თქვენც რატომ არ გახდით ჯენტლმენი? – შეეკითხა შოუ.