სინგაპურში, ბიშან-ანგ მო კიოს პარკში გამვლელებს დისტანციის დაცვისკენ რობოტი ძაღლი, სახელად სპოტი მოუწოდებს.
რობოტი ძაღლის პარკში გამოჩენა მიზნად ისახავს პარკის პატრულირებისთვის საჭირო მუშახელისა და თანამშრომლებს შორის კონტაქტის შემცირებას.
სპოტი აღჭურვილია კამერით და სენსორებით, რომ შეაფასოს პარკში ვიზიტორთა რაოდენობა და ზოგჯერ ხალხს მოუწოდოს, რომ მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან.
ამჟამად სპოტს დისტანციურად მართავენ, თუმცა, დეველოპერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ის სრულ ავტონომიას მიაღწევს.