ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პრეპარატ რემდესივერის შემოტანის და მისი მოხმარების შესახებ ისაუბრა.
„რემდესივერის გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ეხლა უკვე ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი მიმდინარეობს. 6 კლინიკაა, ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება მთავარი მკვლევარი და აქამდე მართავენ კოვიდპაციენტებს.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ჩამოვა პრეპარატი ქვეყანაში ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დავაკმაყოფილებთ და რამდენი პაციენტი იქნება ისეთი ვინც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს.
რემდესივერი რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისათვის, რომელთაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა“,_ განაცხადა თამარ გაბუნიამ.