ზუგდიდში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს”დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.
ანზორ ქობალიას განცხადებით, ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრები– დედა და შვილები არიან.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცს,რომელსაც მოგზაურობის ისტორია გააჩნია, კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
StopCov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 683, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 419, გარდაცვლილი – 12.