აფეთქება მოხდა ლოს-ანჯელესში.
Apnews-ის ინფორმაციით,ცეცხლწაკიდებული შენობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც შენობიდან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მეხანძრეები გამორბოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 11 მეხანძრე-მაშველი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, 3-ის მდგომარეობა მძიმეა, 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურში შევიდა გამოძახება, რომ ისთ ბოიდის ქუჩაზე ცეცხლი ერთ-ერთ კომერციულ შენობას ეკიდა. როდესაც მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ზომიერი დაკვამლიანება იყო და სახურავზე ავიდნენ. მოულოდნელად კი ცეცხლი გაძლიერდა და გარეთ გასვლას ცდილობდნენ, როდესაც შენობა აფეთქდა და ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა. დაზიანდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანაც.
შემთხვევის ადგილზე 200-მდე მეხანრე-მაშველი მივიდა და ხანძრის ჩაქრობა დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.
ლოს -ანჯელესის სახანძრო განყოფილების კაპიტანის, ერიკ სკოტის თქმით, შენობა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა SmokeTokes-ის საწყობია, “ბუტანის ზეთის შემქმნელის”. ბუტანი არის უსუნო გაზი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ არის ”საერთაშორისო მომარაგებებელი ვაპინგის პროდუქტების და სხვა აქსესუარების”.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.