დღეს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იქადაგა.
როგორც ქადაგებისას პატრიარქმა ბრძანა:
„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის.
დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, სიყვარულია“, – ბრძანა პატრიარქმა.