ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.