მშობლების ადვოკატები დუმილს არღვევენ.
ადვოკატი ზაზა გიგაური ირწმუნება, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს: ,,ბავშვებს ურკევენ და ეუბნებიან: თუ, თქვენ უარს იტყვით საპროცესო შეთანხმებაზე, თქვენი მშობლები მრავალი წლით, ან უვადოდ აღმოჩნდებიან ციხეში. ეს დანაშაულზე მეტია, რასაც პროკურორები აკეთებენ”, _ აცხადებს ზაზა გიგაური.
გარდა ამისა, საქმის კიდევ ერთი ადვოკატი სპარტაკ ვარძელაშვილი ამბობს, რომ პრობლემაა სასამართლოშიც და ის ქეისი მოჰყავს, როდესაც ამ საქმეზე მოსამართლემ პროკურატურის ის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, რომელიც ნანახი არც მოსამართლე ბუგიანიავილს და არც დაცვის მხარეებს ნანახი არ აქვს.
ადვოკატები დარღვევების შესახებ წერილის მომზადებას და საელჩოებში გაგზავნას გეგმავს. წერილს იმ იმ სიასაც დაურთავენ თან, სადაც საქმის მოსამართლის და პროკურორების მონაცემები იქნება შეტანილი. ისინი მოითხოვენ, რომ მათ აეკრძალოთ ამერიკაში და ევროკავშირის ზონაში შესვლის უფლება.
ცნობისთვის, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 20-ზე მეტი პირია დაკავებული, მათი უმრავლესობა დაზარალებული ბავშვების მშობლები არიან. მათი ნაწილო მზადაა ბრალი აღიაროს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
წყარო: “ნიუპოსტი”