დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ღამის კლუბებსა და რესტორნებში ისევე მოინიშნება ადგილები სოციალური დისტანციის დასაცავად, როგორც ეს მაგალითად ეკლესიებში მოხდა.
„რესტორნებისა და ღამის კლუბებისთვის შემუშავებულია რეკომენდაციები, თუ რა ფართობი უნდა იყოს გამოყოფილი, როგორ უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა, ყველა მფლობელს ექნება ვალდებულება, რომ როგორც მონიშნული იყო მაგ. ეკლესიების ეზოში ადგილები, ასე იქნება აქაც მონიშნული თუ სად უნდა იდგას მაგიდა.
თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია შემდეგ ამის გაკონტროლება იქნება დისტანცია ნორმების მიხედვით დაცული თუ არა. თუ ვნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა იქნება განთავსებული, ნუღარ შევალთ ასეთ რესტორანში.
რა თქმა უნდა, გაკონტროლდება სახელმწიფო სამსახურების მიერ, რომელ რესტორანს რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება თავის ტერიტორიაზე“, – განაცხდა პაატა იმნაძემ.