კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა 18 მარტს შეწყდა, დღეიდან კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამჯერად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება მოუწევთ. ასევე, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.