საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი, მარკ კლეიტონი იქნება. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
ჯასტინ მაკკენზი სმიტს ახალი ელჩი აგვისტოში შეცვლის.
კლეიტონი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მოსკოვში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში. მარკ კლეიტონი რუსეთში ასევე საქმიანობდა 1998-2002 წლებში.
ჯასტინ მაკკენზი სმიტს საქართველოში ელჩის თანამდებობა 2016 წლის აგვისტოდან ეკავა.