ქუთაისში შვედეთის ელჩი ვიქტორია ჰორვატი იმყოფებოდა, რომელიც იმერეთის მხარისა და ქუთაისის პირველ პირებს შეხვდა.
მხარეებმა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
“დღეს ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა, რომ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და ქუთაისის ვიცე-მერთან ერთად, გვესაუბრა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე, რომელიც არის საკმაოდ პროდუქტიული და მეგობრული. უნგრეთს საქართველოსთან აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური, კულტურული და ასევე, საგანმანათლებლო ურთიერთობები. უნგრეთის მთავრობა 18 სტიპენდიას გასცემს ყოველ წელს საქართველოში, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღონ განათლება უნგრეთში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აგრეთვე, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ქუთაისში გაკეთდება უნგრელი ჯარისკაცების მემორიალური დაფა“, – განაცხადა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა.