აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პოლიციის რეფორმის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ჯორჯ ფლოიდის სახელობის კანონს სამართლიანი პოლიციის შესახებ“ მხარი 236-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 181 აღმოჩნდა. კანონპროექტი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისადმი ახალ მოთხოვნებს ითვალისწინებს, რომელთა მიზანიც ძალის გადამეტებული გამოყენებისა და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთაა.
იმის ალბათობა, რომ დემოკრატების მიერ შემუშავებული რეფორმა კანონი გახდება საკმაოდ მცირეა, რადგან ახლა ის სენატმა უნდა განიხილოს, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. შემდეგ კი ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება, დონალდ ტრამპმა კი უკვე განაცხადა, რომ პროექტს ვეტოს დაადებს.
პოლიციის რეფორმის აუცილებლობაზე აშშ-ში სამართალდამცველების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შესახებ ალაპარაკდნენ, რასაც ქვეყანაში დიდი არეულობა მოჰყვა.ამასთან, დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელიც პოლიციელებს ე.წ. მახრჩობელა ილეთის გამოყენებას უკრძალავს.