“გორში ენმ-ის ოფისი დაარბიეს”, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის თანამშრომელი სალომე სიგუა ავრცელებს.
“გორში ენმ-ის ოფისი დაარბიეს. დაზიანებულია ტექნიკა. ბოლო წლების განმავლობაში ეს უკვე მე-4 შემთხვევაა“, _ წერს ფეისბუქზე სალომე სიგუა.
არაოფიციალური ინფორმაციით, “ენმ“-ს ოფისს ქვები ესროლეს. “გურია ნიუსი“ შსს-ისგან კომენტარს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.