ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ ქვეყანაში რუსული ტელეკომპანია Russia Today-ს მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Baltic News Service ავრცელებს.
როგორც კომისიაში აღნიშნავენ, Russia Today-ს მაუწყებლობა, ტელეკომპანიის და დიმიტრი კისილოვის კავშირის გამო აიკრძალა, რომელიც ევროკავშირის სასანქციო სიაშია შეყვანილი.
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის გადაწყვეტილება 9 აგვისტოდან ამოქმედდება.
როგოც ცნობილია, Russia Today-ის მაუწყებლობა, მანამდე ლატვიაშიც აიკრძალა.