„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გომის მთის მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 15 ივლისს აღარ დაიწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ჩამოსვლა დროებით გადაიდო.
„საჯარო რეესტრის წარმომადგენლების ჩამოსვლის თარიღი ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ისინი შემოქმედის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდებიან. იმ პირებს, რომლებსაც სურთ გომისმთაზე საკუთარი მიწის დარეგისტრირება, პირველ რიგში, რეესტრს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც, რეესტრის წარმომადგენლები მათ ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებაში დაეხმარებიან, რათა ოფიციალურად გახდნენ საკუთარი მიწის მფლობელები დაბა გომისთაზე”, _ გვითხრა ეკატერინე მგელაძემ.