აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი სომხური ტაქტიკური უპილოტო საჰაერო ხომალდი (UAV) “X-55”, რომელიც ახორციელებდა საგამოძიებო ფრენას ქვეყნის პოზიციებზე. აღნიშნულ ინფორმაციას Azernews ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 ივლისის ღამით, UAV ატარებდა სადაზვერვო ფრენას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე, სომხეთის და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, თოვუზის რაიონის სოფელ აღდამის მიმართულებით.
სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ უკვე სომხეთის მე -3 უპილოტო ხომალდი ჩამოაგდეს ბოლო ორი დღის განმავლობაში.
სომხეთის კუთვნილი კიდევ ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს 21 ივლისს. სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს 16 ივლისს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო საბრძოლო მოქმედებები 12 ივლისს დაიწყო სომხეთის საარტილერიო არმიის მიერ აზერბაიჯანის პოზიციებზე თოვუზის რეგიონის მიმართულებით. აზერბაიჯანულმა არმიამ სომეხთა თავდასხმების შედეგად 12 სამხედრო დაკარგა. კონფლიქტს აზერბაიჯანის მხარეს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოქალაქეც.