თეთრის სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა კორპორაცია Microsoft-ს 45 დღიანი ვადა მისცა, რომ აწარმოოს და დაასრულოს მოლაპარაკებები სოციალურ ქსელ Tik Tok-ის შეძენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ერთი თვის წინ, სოციალური ქსელის ამერიკის ტერიტორიაზე შესაძლო აკრძალვის შესახებ განაცხადა და პოტენციურ ინვესტორებს მიანიშნა, რომ Tik Tok – ის ამერიკული კომპანიის მიერ შესყიდვის წინააღმდეგია.
თეთრი სახლის ლიდერმა Tik Tok-ის აკრძალვის შესახებ პირველ აგვისტოს განაცხადა. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდენ, რომ ჩინური აპლიკაციები საფრთხეს წარმოადგენს, რადგნა კომპანია მომმხმარებელთა ინფორმაციას შესაძლოა ჩინეთის სპეცსამსახურებს აწვდიან.
Reuters-მა, ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ Tik Tok-ის შესყიდვაშუ დაინტერესებულმა ინვესტორებმა სოციალური ქსელი 50 მილიარდ დოლარად შეაფასეს, შემდგომ კი ცნობილი გხდა, რომ მოლაპარაკებებს შესყიდვის შესახებ Microsoft-ი აწარმოებს.
Tik Tok -ს ჩინური სტარტაპი, Bvte Dance ფლობს.