გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საგამოიძიებო პროცესში ამერიკული მხარის ჩართულობას ითხოვს.
ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვის მოთხოვნით.
ოჯახის თქმით, საელჩო მათ დახმარებას დაჰპირდა.
როგორც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ „ფორმულასთან“ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს აზრი არ აქვს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის აზრი? წავალთ, ისევ თავის ზღაპრებს ჰყვებიან. ხვალ კომპიუტერი უნდა გაიხსნას, მანქანა… რატომ მოხდა ლადო ბაჭულაშვილის შვებულებაში გაშვება? რატომ გაიხსნა კომპიუტერი? (გზის) გადაკვეთიდან უცბად გამოჩნდა მანქანა… იმედი აღარ მაქვს და იმიტომ ვითხოვ, რომ ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს საქმე. იმათ ვენდობი და ამათ არ ვენდობი, ესენი არიან მსახიობები“, – განაცხადა ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.