ბელორუსში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში გავიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მინსკში, დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა, ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე 200-მდე დემონსტრანტი დააკავა.
ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევენებში გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა – მან ხმების 80, 23% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი 9.9%, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია. სვეტლანა ტიხანოსვკაიამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ძალის გამოყენებაზე, უარის თქმისკენ მოუწოდა და ხელისუფლება თაღლითობაში დაადანაშაულა.
,,მინდა შევახსენო მილიციას და ჯარს, ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის ნაწილნი არიან, ასევე მინდა ვთხოვო ჩემს ამომრჩეველს, თავი აარიდოს პროვოკაციებს და ნუ მისცემენ მილიციას ძალის გამოყენების საბაბს“,- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა.
ხელისუფლებამ არჩევნების დასრულებმადე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბელორუს ძალოვნებს ბლოკირებული ჰქონდათ ყველა სამთავრობო შენობა, მობილიზებულია შეიარაღებული ძალები, დაკეტილია დედაქალაქის მთავარი გამზირი და მინსკში შემავალი ყველა ცენტრალური მაგისტრალი.
მსოფლიო ლიდერებმა კი, ბელორუსის ხელისუფლება გააკრიტიკეს, ხმების სამართლიანი დათვლისკენ და დემოსტრანტების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდეს
ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტია 1994 წლიდან, მეექვსედ იყარა კენჭი. მას ოთხი მეტოქე ჰყავდა: ანდრეი დმიტრიევიმ სეგეი ჩეჩენეცი, ანნა კანოპაცკაია და სვეტლანა ტიხანოვსკაია.