9 აპრილის გმირის, უსინათლო მომღერლის ლელა ვეფხვაძის მრავალწლიანი ტანჯვა დასრულდა.
როგორც სოციალურ ქსელში ლევან მაღლაკელიძე იუწყება, ლელა ვეფხვაძეს მალე საკუთარი სახლი ექნება.
“გილოცავთ ძვირფასო თანამოქალაქენო! მიზანი მიღწეულია, ჩვენი გმირი ლელა ერთობით ფეხზე წამოვაყენეთ. უახლოეს დღეებში ამ სიმღერას ლელა საკუთარ ჭერქვეშ შეასრულებს.
დიდი მადლობა ყველა მონაწილე ადამიანს, ფონდს, ბიზნესმენებს და ა.შ.
ყველას წარმატებები თავის საქმეში. გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაგბრუნებოდეთ“.