გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ.
„მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი“, _ ამბობს სტიქაროსანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.