ახლახან, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში, პოლიტიკურმა პარტია „ლელომს“ გურიის ოლქის წევრი 12 ქალბატონი წარადგინა.
წარდგენას უძღვებოდა გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე პარტიიდან, გიორგი სიორიძე.
_ გურიის ქალთა საბჭოს მეშვეობით, ჩვენ დავიწყებთ გურული ქალბატონების პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვას. განსაკუთრებით მძიმეა ემიგრანტ ქალთა ხვედრი, რომლებიც უცხო ქვეყნებში არიან გადახვეწილი, _ თქვა მან.
სიორიძემ ისაუბა ქართველი მამაკაცების იმ გაზარმაცებულ ნაწილზე, რომლებიც ლუარსაბ თათქარიძეს დაემსგავსნენ და ფაქტობრივად, ოჯახებში ყველაფრის კეთება ქალებს უწევთ.
გიორგი სიორიძემ ვრცლად ისაუბრა ასევე პარტია „ლელოს“ მიერ ქალთა მიმართულებით მუშაობის საგანგებო მხარდაჭერაზე.