ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებული, ნინი მგალობლიშვილი უკვე გავაცანით ჩვენს მკითხველს. ნინიმ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 70 ქულა დააგროვა.
მას შემდეგ, რაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა და გრანტების შესახებ გახდა ცნობილი, “გურია ნიუსი” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ნინის.
“ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა. ვაპირებ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო, არ მოვდუნდე და ვიშრომო უკეთესისთვის”, _ გვითხრა ნინიმ.
“გურია ნიუსი” ულოცავს ნინის და წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს.