ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში მცხოვრებ ქალბატონს პირველადი ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
ქალბატონი ჩოხატაურში მცხოვრები იმ გოგონას ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება, რომელსაც გურიაში პირველად დაუდასტურდა კოვიდ 19.
ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონმა გოგონასთან ერთად იმგზავრა.
ამ დროისთვის ეს გურიაში კოვიდ 19-ის მეოთხე დადასტურებული შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მცხოვრებ 21 წლის გოგოს კორონავირუსი 4 სექტემბერს დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე, გოგონას მეზობლად 3 თვის ჩვილს.
2 დადასტურებული შემთხვევაა ოზურგეთში.
გურიის რეგიონში ამ დროისთვის ე.წ. მწვანე ზონად რჩება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.