დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მზარდი შემთხვევების მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და ბათუმის ჩაკეტვის საშიშროება არ დგას.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ინფექცია არ გაქრება წელი, წელიწადახევარი. უნდა გავითავისოთ, რომ ეს დაავადება გაჩნდა და არ მოისპობა, სანამ ვაქცინა არ იქნება. გაფართოებული ტესტირება არის ერთ-ერთი მთავარი, რომ დროზე გამოვავლინოთ და მოვახდინოთ ადამიანთა იზოლაცია. შესაძლებელია ისეთი ზომების მიღება, როგორიც იყო ყარაჯალაში, ბოლნისში. მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ბათუმის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ“, _ განაცხადა გამყრელიძემ.