ლანჩხუთში კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გავარკვიეთ 14 სექტემბერს კიდევ ორ პირს დაუდგინდა ლანჩხუთიდან ინფექცია და ჯამში ლანჩხუთში ოთხი დადასტურებული შემთხვევაა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილია კიდევ საკმაო რაოდენობის, ტესტი და მათი პასუხების მოლოდინში იმყოფებიან.
კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა ლანჩხუთში გასულ პარასკევს გამოვლინდა, როგორც ითქვა ორ პირის დაინფიცირება ოზურგეთს უკავშირდება.