გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში კოვიდინფექციის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, წინა დღესთან შედარებით 4 ერთეულით გაზრდილი. თუმცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, დინამიკა, ზოგადად, შემცირებისკენ მიდის.
დღეს გამართულ ბრიფინგზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა თქვა, რომ 14-ვე ინფიცირებული ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება:
,,კარავში, რათქმაუნდა, ვაგრძელებთ ტესტირებას, თუმცა გუშინ კარავში არცერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. გადავხედავთ დინამიკას და თუ საჭირო აღარ იქნება, კარავს ავიღებთ. გუშინ 895 ტესტი იქნა აღებული, 14 დადებითი შემთხვევა დადასტურდა, ქუთაისის სამ კლინიკაში 70 პაციენტი გვყავს”.




































































