ლანჩხუთის ქუჩებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები განხორციელდა.
“ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყო.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დავიწყეთ ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია. სპეციალისტების მიერ განსაკუთრებით ის ადგილები დამუშავდა, სადაც მოსახლეობას ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილდება. სადეზინფექციო სამუშაოები მომავალშიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაგრძელდება”,_ ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.