სამტრედიის მუნიციპალიტეტში გუშინ გვიან საღამოს კიდევ ერთი დაინფიცირებული გამოვლინდა.
ახალგაზრდა ქალბატონი ჯეო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელია _ რენტგენო ლაბორანტი.
ქალბატონს არანაირი ჩივილი არ ჰქონია, გეგმიური დატესტვის დროს აღმოჩნდა, რომ კოვიდინფიცირებულია. წუხელვე გადაიყვანეს ქუთაისის ცენტრალურ კლინიკაში, მიმდინარეობს კონტაქტების დაზუსტება და ეპიდმოკვლევა.