ათონის მთაზე მდებარე მონასტრებში კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, covid-19-ის 8 შემთხვევა წმინდა პავლეს მონასტერის სასულიერო პირს დაუდასტურდა, თითო-თითო შემთხვევა დიდი ლავრისა და წმინდა პანტელეიმონის მონასტრებში დაფიქსირდა.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი 85 წლის ბერის მდგომარეობა მძიმეა, რომელიც ჩრდილოეთ სალონიკის საპორტო ქალაქ პაპნიკოლაუსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოცემის ინფორმაციით, სამივე მონასტერი მომლოცველებისთვის და ვიზიტორებისთვის ჩაიკეტა.
საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნუულმა ორგანიზაციამ ათონის მთაზე უკვე გააგზავნა ეპიდემიოლოგთა ჯგუფი.