სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყარაბაღის მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ზე დაწერა.
მან პირად შემადგენლობას საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდა.
,,ძვირფასო თანამემამულენო, სომხეთის მთავრობის გადაწვეტილებით ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ყველა პირად შემადგენლობას მოვუწოდებ, გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“, – წერს ფაშინიანი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დღეს დილით დაიძაბა.
სომხეთის მთავრობამ საომარი მსგომარეობის შემოღებაზე უკვე იმსჯელეს. ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.
როგორც აზერბაიჯანული და სომხური მხარე იუწყება, შეტაკებისას დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.