,,სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევს“, _ ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადებს, _ ინფორმაციას dw.com ავრცელებს.
,,ყველამ ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ის, რომ სიკვდილიანობა მოიმატებს, სამწუხაროა, მაგრამ მოსალოდნელია.
სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევს.“ – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში
როგორც გამოცემა წერს, ჯანმოში აცხადებენ, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უფრო გადამდები გახდა.
,,კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უფრო გადამდები გახდა. ეს ვირუსი პასუხია დამკვიდრებულ ნორმებზე და COVID-19 ცდილობს, რომ შეებძოლოს პირბადეს, სოციალურ დისტანციას და შეაღწიოს ადამიანთა ორგანიზმში“, – განაცხადეს ჯანმოში.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაონდებობამ 33 მილიონს გადააჭარბა, აქედან 25 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 999 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.