ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების გარდაცვალების ორივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ,
ერთი გარდაცვლილი 80 წლის ქალია.
„სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 23.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,_ ამბობენ ჯანდაცვის უწყებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილ მეორე პაციენტს, ის 65 წლის ქალია.
„ 65 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია, შოკი, კომა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 52 ადამიანია გარდაცვლილი.