ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა მიერ დადგენილი წესების დაცვას_ ამის შესახებ განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში 36 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ტიკარაძემ ყურადღება აჭარის რეგიონზეც გაამახვილა.
„აჭარაში საკმაოდ მაღალი მატებაა, რაც მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ჯანდაცვის სამინისტროს სრული გუნდი აქტიურადაა ჩართული პროცესის მართვაში. რა თქმა უნდა, პროცესს ვაკონტროლებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამყოლობა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ვთხოვ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ახლობლებს, დავიცვათ ყველა ღონისძიება“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.