„ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის მცდელობებს გავს“, – პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება და თვლის, რომ დღეს რომ გახდა ეს თემა აქტუალუი და თან ამ ფორმებით, ეს უფრო აჩენს ბევრ კითხვებს.
„ 38-39 წლების რუქებში მართლაც იყო ასახული ეს ყველაფერი და ამაზე მეც არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ნამდვილად არ მგონია ნებისმიერი ჩინოვნიკის დონეზე წყდებოდეს სახელმწიფო საზღვრების საკითხი.
მითუმეტეს, რომ აშკარაა პროკურატურა ხან იმას ამბობს, ხან ამას. ზოგადად კი, ასეთი საკითხები ასე გახმაურებულად და საპიაროდ არ უნდა ხდებოდეს“, – აცხადებს ჭიჭინაძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved