აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 230 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 3 პაციენტი.
როგორც უწყებაში გარდაცვლილების შესახებ ამბობენ,
„62 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფაქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. გადატანილი დაავადება: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 07.10.2020.
52 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: თირკმლის ავთვისებიანი სუმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალაგარდაიცვალა 07:10:2020
84 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: გულის იშემიური დაავდება, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალაგარდაიცვალა 08:10:2020“.
აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 472 პაციენტი, 14 არასრულწლივანი, 20 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 42 პაციენტი. თავისუფალი საწოლები-66.
▪Covid სასტუმროებში- 903, არასრულწლოვანი – 93.
აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.