აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის დაგეგმილი მეორე დებატები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო დებატების კომისიამ მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ მას შემდეგ მიიღო, როც დონალდ ტრამპმის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გადაწყდა, რომ დებატები ვურტუალურ რეჟიმში გაიმართებოდა. თუმცა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რომელიც 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
,,15 ოქტომბრის დებატები აღარ გაიმართება, ამის ნაცვლად საპრეზიდენტო დებატების კომისიამ, ბოლო, 22 ოქტომბრს დაგეგმილი საპრეზიდენტო დებატების მომზადებაზე გადაიტანა ყურადღება“, – წერია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
CNN-ს ინფორმაციით, დღეს დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართავს.
ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.