კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 კი თბილისში. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა, თბილისში 137, იმერეთში 99, ქვემო ქართლში 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში 5, კახეთში 3, სამცხე-ჯავახეთში ერთი, 4 შემთხვევა კი იმპორტირებულია“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.