ოზურგეთში, სააგიტაციო მასალის ჩამოხევა და დაზიანება აქტიურ ფაზაში გადავიდა. განსაკუთრებით ხშირია ოპოზიციური პარტიების კანდიდატთა პლაკატების დაზიანება.
ოპოზიციური პარტიები ეჭვობენ, რომ ეს სახელისუფლებო პარტიების მხრიდან ხდება.
_ ჩვენ რა ვიცით, ვინ აკეთებს? სავარაუდოდ, უფრო სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების დაქირავებულები თუ ხევენ. ბევრგან ჩვენი კანდიდატის პლაკატებს გადააკრეს თავიანთი კანდიდატის სურათი, – გვითხრეს „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის ოფისში.
თავის მხრივ, სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ ამ ბრალდებას, რადგან მათივე თქმით, მათი კადიდატის პლკატებიც არის დაზიანებული.
_ და რა გამოდის, ჩვენი პლაკატები რომ დააზიანეს, ოპოზიციურმა პარტიება ჩაიდინეს ეს? – გვითხრეს აქ.
ჩვენ ქალაქის ცენტრალური უბნები დავათვალიერეთ, თუმცა, „ქართული ოცნების“ პლაკატები ამ მომენტისთვის დაზიანებული არ არის.