არჩევნებამდე 20 დღით ადრე, როდესაც საკუთარი ხელისუფლება იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა დავით გარეჯის შემოგარენი იყიდა, ამას სხვა არაფერი ქვია, თუ არა დიპლომატიური იდიოტიზმი! _ ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ გააკეთა.
კემულარია კითხვას სვამს, რატომ არ დაიკითხა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2005 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
“ხოლო თუ ამ ყველაფერს არჩევნების მოგებისთვის აკეთებენ, ეს მხოლოდ უბედურებად ექცევათ. ან რატომ არ დაიკითხა სალომე ზურაბიშვილი?! რომელიც 2005 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და სწორედ მის ხელში გაიარა რუკებმაც და ოქმებაც, რადგან მთელი ეს პროცესი 2004 წლიდან იწყება”, _