მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.