ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი საზოგადოებას მოუწოდებს რომ ვირუსისგან თავდასაცავად ხელების დაბანაზე ფოკუსირდნენ.
როგორც გამოცემა aol წერს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად ადამიანები, გარდა იმისა, რომ ატარებენ ნიღბებს და იცავენ დისტანციას, წმენდენ სხვადასხვა საგნების ზედაპირებს, მაგალითად, როგორიცაა მობილური ტელეფონი. თუმცა, ფაუჩი ამბობს, რომ სხვადასვა საგნის ზედაპირების წმენდა აუციელებელი არ არის ვირუსისგან თავდასაცავად.
კითხვაზე თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი, ფაუჩი პასუხობს: ” მაგალითად მე მაქვს ჩანთა რომელიც სახლში შემოვიტანე. ჩანთაზე ფიქრის ნაცვლად ხელებს დავიბან”.