64 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი და ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა პაოლო როსი გარდაიცვალა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებაში როსიმ ლომის წვლილი დაიდო და იტალია გააჩემპიონა. ფინალში მან გერმანიის ნაკრებს გაუტანა გოლი (იტალია-გერმანია 3:1), ხოლო ჯგუფურ ეტაპზე უძლიერეს ბრაზილიის ნაკრებს ჰეთრიკი შეუსრულა და „სკუადარა აძურამ“ „სელესაო“ 3:2 დაამარცხა. მაშინდელი იტალიური პრესა ამ გამარჯვებას მსგავსი სათაურებით ეხმიანებოდნენ: „როსი-ბრაზილია 3:2“. სწორედ როსი გახდა 1982 წლის მსოფილო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და იმავე წელს „ოქროს ბურთიც“ იტალიელმა ფორვარდმა დაიმსახურა.
ის არის ორგზის იტალიის ჩემპიონი(1982-1984), ვიცე-ჩემპიონი (1983), იტალიის თასის მფლობელი (1983), თასების თასის მფლობელი (1984), ევროპის სუპერთასის (1984), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1985). 1982 წლის ესპანეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის გარდა ის მონაწილეობდა 1978 წლის (არგენტინა) და 1986 წლის (მექსიკა) მსოფლიო ჩემპიონატებზე. როსის სახელს შევხვდებით იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში და ასევე ფიფას 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.