ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების 22 წლის მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისურ ჩემპიონშიპში „უოსპსში“ ზურაბ ჟვანიას შეუერთდება.
იმედია, ეს ამბავიც, გიორგი კვესელაძის გლოსტერში გადასვლის მსგავსად, მალე გაოფიციალურდება. ლაშას 6 სანაკრებო კეპი აქვს, საიდანაც ბოლო 4 თამაში „შემოდგომის ერთა თასზე“ ჩაატარა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლაშასთვის ინგლისური რაგბი უცხო არ არის. ის რამდენიმე სეზონი „ექსეტერის“ უნივერსიტეტში თამაშობდა. თუ ეს ტრანსფერიც დადასტურდა, ინგლისში მოთამაშე 4 ჩვენებური გვეყოლება. (შალვა მამუკაშვილი – „ლესტერ ტაიგერსი“, გიორგი კვესელაძე – „გლოსტერი“, ზურაბ ჟვანია – „უოსპსი“).
სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი საქართველოს და ჩვენსავით პატარა ქვეყნების მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის, სადაც შეიძლება შეამჩნიონ ამა თუ იმ მოთამაშის ტალანტი და პოტენციალი, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ნელ-ნელა შეიცვლება სიტუაცია მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოში და გაცილებით მეტი შეხვედრის საშუალება გვექნება პირველი დონის ქვეყნებთან.