“გირჩის” ლანჩხუთელი ლიდერი, ვახტანგ ზენაიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. იგი ამბობს, რომ ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რომ ხელუსუფლების დაკარგვის რეალური კონტურები გამოუკვეთა და კორიდორს იმზადებს გასაქცევად.
“ვფიქრობ, მისი მართვის სტილში ჯდება ეს გადაწყვეტილება. არ ეკავოს არანაირი ფორმალური პოსტი. იმ ბნელი და მავნე პოლიტიკისთვის რასაც “ოცნება” ახორციელებს ასე უფრო კომფორტულია.რეალური ძალაუფლება ადრეც მის ხელში იყო და ახლაც ასე დარჩება. თუ დასჭირდება და აუცილებლობა მოიტანს და რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა იქნება, კვლავ დაიკავებს რაიმე პოსტს ფორმალურად!აქ კიდევ სხვა ამბავიცაა და ჩემის აზრით მთავარი, რომ ხელისუფლების დაკარგვის რეალური კონტურები გამოიკვეთა. ამიტომ “კორიდორს იმზადებს” გასაქცევად. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის ყიდვა ამის ნაწილია…”-მიაჩნია “გირჩის” ლანჩხუთელ სახეს.