„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ჩანს კიდევ ერთხელ, რომ მისი ამოცანა არ ყოფილა ძალაუფლებისთვის ებრძოლა. მისი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის აღმშენებლობაში მიეღო მონაწილეობა და შესაბამისად, ფაქტი სახეზეა, რომ წავიდა“,_ ასე გამოეხმაურა „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება”-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბექა გამდლიშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.
“ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები”,_ ამბობს წერილში ბიძინა ივანიშვილი.