ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრის გარე ფლიგელში ბოძები დაჩხაპნეს _ ამის შესახებ თეატრის პრესსამსახურის უფროსი ლია კილაძე ავრცელებს ინფორმაციას.
“ვიდეო გადავიღე სასწრაფოდ, რადგან კომენდანტის საათამდე სახლში უნდა მომესწრო.
ამ დროსათვის უკვე დაწყებულია გამოძიება, თეატრის ვიდეოთვალის ჩანაწერების საფუძველზე, რომლითაც მთელი პერიმეტრი კონტროლდება, ამოცნობილი და დადგენილია დაახლოებით ორი არასრულწლოვანი. მიმდინარეობს გამოძიება. თეატრის ხელმძღვანელები ვასო ჩიგოგიძე და ზაზა ჯინჭარაძე დაკითხვაზე იმყოფებიან”, _ წერია კილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის შენობის რეაბილიტაცია წელს დასრულდა.